ჟულიენ ლეკლარკის კრიმინალური დრამა რეალისტურად დადგმული ექშენ სცენებით.
ერიკი, ამინი, იანისი და ნასერი – კრიმინალები არიან, რომლებიც ძარცვით არიან დაკავებულები. მათი ხელწერა – სწრაფად და ზუსტად მოქმედებაა. მათ დეტალებში უყვართ საქმის გათვლა და მარცხი არ იციან. თუმცა ყოველთვის რაღაც პირველად ხდება. ყველაფერი რაღაც დრომდეა წარმატებული. ერთ დღესაც მათი გამართლება მთავრდება, როცა იანისი მის უმცროს ძმას რთავს საქმეში…
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი მოულოდნელობებისგან თავისუფალია, მისი ,,მშრალი” თხრობა, რომელიც ზედმეტი პათოსის გარეშე გვიჩვენებს ძარცვის დეტალებს, გვითრევს მიმდინარეობაში და ფილმის ბოლომდე არ გვიშვებს.