რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მეფე (The King)

ისტორიული დრამა ინგლისის მეფე ჰენრი V-ზე, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ შევიდა როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი.

ინგლისი, მე-15 საუკუნე. მეფე ჰენრი IV ავადაა, ტახტზე ეს-ესაა მისი მემკვიდრე პრინცი ჰელი უნდა ავიდეს. თუმცა მამა-შვილის ურთიერთობა საკმაოდ რთულია, ჰელს სძულს სამეფო კარის ცხოვრება, მას ურჩევნია ლონდონოს საეჭვო ადგილებში ხეტიალი და მის საუკეთესო მეგობარ ჯონ ფასტაფასთან ერთად გართობა. ამავე დროს ინგლისის მაღალ წრეეებში შეთქმულებები და ამბოხი მწიფდება, რომელიც არსებული მონაქრიის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ასევე მტრულადაა განწყობილი საფრანგეთიც, რომელიც ღიად დასცინის ტახტის მემკვიდრეს. ახალგაზრდა მეფეს, ეხლა უკვე მეფე ჰენრი V-ს მოუწევს ხისტად და გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა საბოლოოდ შევიდეს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი უდიდესი მეფე ინგლისისა.

თუ შექსპირს თავის ქრონიკებში პრინცი ჰელი აღწერილი ჰყავს კეილშობილ მონარქად, ავსტრალიელმა რეჟისორმა დევიდ მიშომ იგი წარმოგვიდგინა რთულ და მრავალშრიან პერსონაჟად, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ყურადღებას იპყრობს და ეკრანს არ გვწყვიტავს.

მეფე (The King)
რეჟისორი: დევიდ მიშო
2019წ. (დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, აშშ, ავსტრალია)
The King (2019) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
მძარცველები (Braqueurs)

მძარცველები (Braqueurs)

ჟულიენ ლეკლარკის კრიმინალური დრამა რეალისტურად დადგმული ექშენ სცენებით

შემდეგი
სასჯელის ვადა (Time)

სასჯელის ვადა (Time)

ბრიტანული კრიმინალური მინი-სერიალი შონ ბინის და სტივენ გრემის მონაწილეობით,

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share