ფილმი-ილუსტრირებული პოემა კუბის რევოლუციაზე, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა: უკიდურესად ამაღლებული ემოციონალურობა(პათოსი), სიკეთის და ბოროტების ნათლად გამოხატული კონტრასტულობა და გადაღების გასაოცარი ხარისხი.
კამერა აუჩქარებლად, საოცარი დინამიურობით ირწევა და დადის გადასაღებ მოედანზე, ასრულებს რა იმ დროისათვის დაუჯერებელ ვირაჟებს. გვიყვება რა თავისუფლების კუნძულის სევდიან ისტორიებს, ზოგჯერ კადრები დიდხანს ჩერდება დეტალებზე და გვაძლევს საშუალებას რეჟისორის დაფარული აზრი ამოვიკითხოთ და ამასთანავე ლამაზი ეპიზოდებით დავტკბეთ.