გასული საუკუნის 90-იანი წლების შავი კომედია ,,ქილერებზე”.
ფილმის მთავარი გმირი კოსმო- წყნარი და ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს სახლის სარდაფში. მის მოვალეობას თამაშებზე ფსონების მიღება შეადგენს და მთელ დღეს ტელეფონთან ატარებს. კოსმო კმაყოფილია ცხოვრების ესეთი ფორმაციით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ორგანიზაციის ახალი ბოსი, რომელზეც იგი მუშაობს, იბარებს და დაწინაურებას სთავაზობს. იგი ორგანიზაციის ახალი ,,ქილერი” უნდა გახდეს. ფაქტიურად ეს შეთავაზება კი არა ბრძანებაა, რომელზეც კოსმოს უარის თქმა არ შეუძლია. მას გამოცდილ მკვლელს მიაბარებენ, რათა ახალი პროფესია სრულად აითვისოს…
კარგი სიუჟეტის, მსახიობების უბადლო თამაშის და შესანიშნავი რეჟისურის წყალობით ფილმი კიდევ ,,ახალგაზრდულად” გამოიყურება და ერთი სულის მოთქმით იყურება.