სერიალი წარმოადგენს საინტერესო მოვლენებით დატვირთულ კრიმინალურ დრამას, სადაც ტექნოლოგიურ კონგლომერატებს შორის კონკურენცია, მაიამის ბანდებს შორის ომი, სტარტაპერები და ფინანსური აფიორები ერთმანეთშია გადახლართული.
მაიამი. გენიალური სტარტაპერი უკეთებს რა რეკლამას თავის ინოვაციურ პროექტს ,,Gencoin”-ს კრიპტოვალუტის ბაზარზე, ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა ფონდებს სთხოვს. ამავე დროს ფედერალური ბიუროს აგენტი ფილ რასკი (მარტინ ფრიმანი) ფინანსური მაქინაციების კუთხით აწყდება კვალს მსხვილი ფულის გათეთრებისა და ხელში იგდებს ადამიანს, ვინც ტრანზაქციებზეა პასუხისმგებელი.
აგენტი მიყვება დანაშაულებრივ ჯაჭვს, რომელიც ახლად შექმნილ კომპანია ,,Gencoin”-მდე მიიყვანს. ამ საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანის ბედი ერთმანეთში იკვეთება. სერიალიც ამ გმირების და მათი ცხოვრების ირგვლივაა აგებული.