რთულია ნახო ერთმანეთის ესეთი არამსგავსი ტყუპები, როგორებიც დები- ალექსანდრა და მანონი არიან. ისინი პროვინციალურ ფრანგულ ოჯახში გაიზარდნენ და როგორც კი დიდები გახდნენ, მათი ცხოვრების გზა გაიყო. ამბიციური და უშიშარი ალექსანდრა პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცნობილი მსახიობი გახდა, ხოლო ჩუმი და მორიდებული მანონი სოფელში დარჩა და ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლად მოეწყო. ერთ მშვენიერ დღეს მანონი უეცრად გაქრა.
ნაპოვნი ტანსაცმლის და სამკაულების მიხედვით ირკვევა, რომ იგი თავს თავის ცნობილ დად ასაღებდა. ალექსანდრა იგებს მისთვის შოკისმომგვრელ დეტალებს და გამოძიებაში ეფლობა, თუმცა ყველაზე მოულოდნელი დ მთავარი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინ აქვს.