კრიმინალური დრამა ნარკოდამოკიდებულებაზე და მასთან დაკავშირებულ დიდ ბიზნესზე.
იუტა და მისი ,,გირლფრენდი” – ოპალი ჰეროინზე ზიან. ისინი შემთხვევით უცნაურ უცნობს- ვუდს ხვდებიან, რომელიც იუტას დაარწმუნებს ,,წამალი გადააგდოს”. ვუდი მას კარგ კლინიკაში მოახვედრებს, სადაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულებას წარმატებით ამარცხებენ. პარალელურად ვუდი იუტას იმ სქემის მნიშვნელოვან წვრილმანებს ასწავლის, რომელიც რეაბილიტაციის კლინიკის პალატის ადგილების შევსებაში მდგომარეობს…
სცენარისტმა და რეჟისორმა ჯონ სვობმა, თვითონ ყოფილმა ნარკომანმა გადაიღო ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მრავალმლიარდიან ეკონომიკის სექტორზე, რომელსაც ,,სამკურნალო ინდუსტრია” ეწოდება. რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებიც ნარკომანებს ეხმარებიან ,,წამლის გადაგდებაში” ამ ინდუსტრიის ნაწილია. ექიმებმა და კლინიკებმა აიღეს თავის თავზე დაეხმარონ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს და ისინი ჩვეულ ცხოვრების რითმს დაუბრუნონ, თუმცა რეალობა სხვაა. ცოტა თუ აქცევს ყურადღებას როგორ მდირდებიან იმის ხარჯზე კერძო კლინიკები, რომ პაციენტები სრულად თითქმის არასდროს იკურნებიან, ისინი სულ უკან ბრუნდებიან და კლინიკის მუდმივი პაციენტები ხდებიან.