შესანიშნავი იტალიური ტრაგიკომედია შესანიშნავი მსახიობების მონაწილეობით მეგობრობაზე და კიდევ ერთხელ მეგობრობაზე.
ოთხი მეგობარი, ოთხი ფლორენციელი ერთ დღეს ვერ ძლებს უერთმანეთოდ. მათ ცხოვრების მთავარ მიზანს ხუმრობა და თავგადასავლები შეადგენს. ისინი არ ეგუებიან ცხოვრების რეალობას და შანსს არ უშვებენ არ დასცინონ ყოველდღიურ ყოფითობას. როცა ისისნი იკრიბებიან და სადმე მიდიან მათი კრედოა: ,,ჩვენ ხომ ბოშები ვართ, ბოშებმა კი არ იციან საით მიდიან.” ისინი არ აპირებენ არც გაზრდას(თუმცა 50 -ს უკვე გადააბიჯეს) და არც გაჩერებას, თითქოს სიკვდილსაც კი არ ძალუძს რამე შეცვალოს მათ მეგობრობაში და ცხოვრების სიყვარულში.