რამოდენიმე მოზარდი გოგონა ინკვიზიციის მიერ მოწყობილი ,,ჯადოქრებზე ნადირობის” მსხვერპლი ხდება.
ბასკეთი. 1609 წელი. ჯადოქრებზე მონადირე ინკვიზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დასდევს ,,შეპყრობილებს” და ცეცხლში უკეთებს. გოგონებს, რომელთაც ეს ესაა ზრდასრულობაში უნდა შეაბიჯონ და ცხოვრებით დატკბნენ, სატანური ქმედებებისთვის შეიპყრობენ და ,,სასულიერო” პირებს წარუდგენენ სამსჯავროზე. რათა სასჯელის აღსრულების ვადა გადადონ, გოგონები გადაწყვიტავენ ფანტაზიას მოუხმონ და სისხლმოწყურებულ ინკვიზიტორებს დაკითხვაზე ისეთ ამბებს მოუყვნენ, რომელიც მათ ყურებს ,,ესიამოვნებათ”.
ფილმი იმდენად ეგრეთწოდებულ ჯადოქრებზე და მათ უსამართლო დევნაზე არაა, რამდენად შუასაუკუნეების სიბნელეზე, რომლისგანაც სრულ თავისუფლებას სამწუხაროდ დღესაც ვერ დავიკვეხნით ბევრი ქვეყანა. ფილმის მთავარი გმირები სიტუაციის მსხვეპლნი არიან და მათ არაფრის შეცვლა შეუძლიათ. კარგადაა ნაჩვენები სისხლიანი ინკვიზიტორების სახე , რომლებიც უდიდესს სიამოვნებას იღებენ ხალხზე მინიჭებული უსაზღვრო ძალაუფლებით და სიკვდილით დასჯის უფლებამოსილებით.