ექშენის განსაკუთრებული დოზა და ტყვიების წვიმა ჯო კარნაჰანისგან.
ყოფილი შოუმენი და განგსტერი ბადი ისრაელი ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობაზე თანხმდება. მან ჩვენება უნდა მისცეს იმ მაფიოზების წინააღმდეგ, რომლებმაც იგი ამ საქმეში მოიყვანეს. მაფიის ბოსი მილიონ ამერიკულ დოლარს ჰპირდება მას, ვინც ბადის სიცოცხლეს სასამართლომდე გამოასალმებს. ბადი ისრაელის დაცვა ფედერალური ბიუროს ორ აგენტს ევალება. ეს კი ძალიან რთული საქმეა, რადგან ამ ამბავში გამოცდილი დაქირავებული მკვლელები ერთვებიან, რომელთაც თავიანთ საქმეში ბადალი არა ჰყავთ და თვითონ ბადიც განსაკუთრებით არსად იმალება…
ფილმი განუწყვეტელი ექშენის და ,,კლიპური” მონტაჟის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. საინტერესო სიუჟეტი, კაშკაშა პერსონაჟები, შავი იუმორი და მოულოდნელი ფინალი. ერთია ჰოლივუდის ვარსკვლავების ის რაოდენობა ერთ ფილმში შეკრიბო რაც ჯო კარნაჰანმა მოახერხა და მეორეა მათ ერთმანეთი ესე ვირტუოზულად დაახოცინო.