ესპანური ჰორორის ღირსეული ნიმუში პროვინციაში მდებარე სახლში მიმდინარე პარანორმალურ მოვლენებზე.
დენიელი, მისი მეუღლე და მათი 8 წლის ბიჭუნა ერიკი ახალ სახლში გადადიან საცხოვრებლად, რომელსაც ეზოში აუზი აქვს. ერიკს ღამე რაღაც უცნაური ხმები ესმის და კოშმარები აწუხებს. მშობლები თვლიან რომ მას რაღაც სტრესი აქვს და გადაწყვიტავენ დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართონ. ფსიქოლოგი ბავშვში ვერაფერ საგანგაშოს აღმოაჩენს და მშობლებს ამშვიდებს, მაგრამ უკანა გზაზე მასაც რაღაც უცნაური ხმები ესმის რადიოდან…
ამბობენ, ადგილი სადაც დიდი ტრაგედია მოხდა რაღაც ინფორმაციას ინახავს, რომელიც შეიძლება ვირტუალური ჩვენებების, რადიოტალღების ან ხმების საშუალებით გამოიხატებოდეს. ამ თქმულებაზე დაყრდნობით ესპანელი რეჟისორი აგებს ფილმს, რომელიც დღის შუქზეც კი გვაშინებს თავისი სიუჟეტური სვლებით და მოულოდნელი განვითარებით, როცა ვერაფრით გამოიცნობ როგორ უნდა დამთავრდეს ესა თუ ის სცენა.