fbpx

დროის მარყუჟისა და ახალგაზრდა ბრაზილიელი რეჟისორის ფანტაზიების ტყვეობაში.

პოლიციის განყოფილებაში მოხვედრილი ახალგაზრდა ფიზიკოსი დანიელი თავის გასასამართებლად ახლად მომხდარი უბედური შემთხვევის ძალზედ უცნაურ მიმდინარეობას ყვება. მისი მეგობარი გოგონა, მარია ლუიზა მის თვალწინ მოკლეს, ხოლო მკვლელი კორპუსის სახურავიდან გადაეშვა და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. მის კვალს პოლიციამ ვერ მიაგნო. თითქოს მთელი ეჭვი თვითონ დანიელზე უნდა იყოს, მაგრამ პოლიციის კომისარი რობერტო ათავისუფლებს დანიელს და სახლში უშვებს. კომისარს მისი მონათხრობიდან ერთი ფრაზა ძალზედ აფიქრებს, რადგან ეს ფრაზა მას უკვე სადღაც მოუსმენია და იგი უხილავ მკვლელზე მიუთითებს, რომელმაც თითქოს წინასწარ იცის რა უნდა მოხდეს…

ამბიციური ბრაზილიელი რეჟისორის – ბრუნო ბინის სადებიუტო ნაშრომი წარსულის შეცდომების გამოსწორების გაუთავებელ მცდელობაზე და სიყვარულის ყოვლისშემძლეობაზე უაღრესად საინტერესო და ვიზუალურად უჩვეულო გამოდგა. მან რომანტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა და თრილერი ძალზედ ნიჭიერად ერთმანეთში აურია და ეს ყველაფერი დროის მარყუჟში ის კოხტად მოათავსა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჟანრების ბევრ გამოცდილ რეჟისორს შეშურდება.

დროის მარყუჟში (Loop)
რეჟისორი: ბრუნო ბინი
2019წ. (ბრაზილია)

Loop (2020) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top