ხვალინდელი დღის მოგონებები (Naeilui gioek) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ხვალინდელი დღის მოგონებები (Naeilui gioek)

საინტერესო ფსიქოლოგიური თრილერი მოულოდნელი სიუჟეტური კვანძის გახსნით.

ახალგაზრდა გოგონა სუ-ჯინი თავის ტრამვის შემდეგ გონს მოდის საავადმყოფოში და არაფერი ახსოვს. თუმცა მისი მზრუნველი მეუღლის წყალობით ნელ-ნელა ახდენს რეაბილიტაციას და წარსულის რაღაც დეტალების აღდგენას. ცოტა ხანში ირკვევა, რომ მას შეუძლია წინასწარ დაინახოს ვიღაც ადამიანებისთვის სახიფათო სიტუაციები. შემთხვევითი შეხვედრის წყალობით კი მის ყოფილ თანამშრომელთან, ირკვევა რომ მისი ქმარი უმალავს სად მუშაობდა იგი ტრამვამდე. სუ-ჯინს ეჭვი უჩნდება, რომ, ამის გარდა კიდევ ბევრ რამეს შეიძლება უმალავდნენ…

როცა საქმე ეხება დეტექტიური კინოს სიუჟეტურ ხაზს და მის ჩახლართვას, კორეელებმა დიდი ხანია უკან ჩამოიტოვეს სხვა ქვეყნები. ეს ფილმიც სიუჟეტური სვლებით და თავსატეხებით გამონაკლისი არ არის და მაყურებელს განსხვავებულ, საინტერესო კონცეფციას სთავაზობს…

ხვალინდელი დღის მოგონებები (Naeilui gioek)
რეჟისორი: სო იუ-მინ
2021წ. (სამხრეთ კორეა)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ტიტანი (Titane)

ტიტანი (Titane)

2021 წლის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი-პროტესტი

შემდეგი
სული (Ji hun)

სული (Ji hun)

მისტიკითა და ფანტასტიკით გაჯერებული აზიური დეტექტივი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share