რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ოფლი (Sweat)

პოლონური რეალითი შოუ თრილერის ელემენტებით ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც სოციალური ქსელებია.

ფილმის სიუჟეტი მომხიბვლელი და ენერგიული ,,ინფლუენსერის”- სილვია ზაიცის ცხოვრებას გვაცნობს. გოგონა ძალზედ პოპულარულია ფიტნესის სამყაროში, მას ბევრი მიმდევრები ჰყავს ინსტაგრამზე, მას ეპატიჟებიან გადაცემებში, ჟურნალის ყდებზე კი მისი ფოტოებია.

მისი გვერდის ფოლოვერები ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან მას, იგი მათთვის იმედის მომცემი, მოტივატორი და სამაგალითო ადამიანია. ერთი შეხედვით ბევრი ახალგაზრდისთვის სანატრელ ზღაპარში ცხოვრებაა, მეტი რაღა უნდა გინდოდეს ადამიანს? მაგრამ როგორც კი ტელეფონის წინა კამერა ირთვება და სილვია თავის თავთან მარტო რჩება, იგი ჩვეულებრივი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას, სადაც პრობლემებს პირად ცხოვრებაში უფრო მეტი ადგილი უჭირავს, ვიდრე ეს მის ფოლოვერებს წარმოუდგენიათ.

შვედი რეჟისორის- მაგნუს ფონ ჰორნის ფილმი ძალზედ აქტუალურია. დღეს, როცა სოციალური ქსელები ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი გახდა, კამერის წინ ცხოვრება, მისი გავლენა ადამიანების ბედზე განუზომელია. იგი განსაზღვრავს მათ ადგილს სოციალურ წრეში, მათ წარმატებას თუ წარუმატებლობას. თუმცა იგი რეალურად არაა ის წამალი, რომელიც მარტოობისგან გამოწვეულ სულიერ ტრავმებს კურნავს და რეალური, ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს შეავსებს.

ოფლი (Sweat)
რეჟისორი: მაგნუს ფონ ჰორნი
2020წ. (პოლონეთი, შვედეთი)
Sweat (2020) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
თეთრი ლოტუსი (The White Lotus)

თეთრი ლოტუსი (The White Lotus)

ჰავაის ელიტარული სასტუმროს მობინადრეების კაპრიზები კომედიური ვარსკვლავების

შემდეგი
15 წუთი (15 Minutes)

15 წუთი (15 Minutes)

ჯონ ჰერცფილდის გაქირავებაში ჩავარდნილი სოციალური სატირა ამერიკულ საზოგადოებაზე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share