რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

თეთრი ლოტუსი (The White Lotus)

ჰავაის ელიტარული სასტუმროს მობინადრეების კაპრიზები კომედიური ვარსკვლავების მონაწილეობით.

წარმოიდგინეთ, გაჩერდით სასტუმროში, სადაც უამრავი თანხა გადაიხადეთ და ნომერი, რომელიც მოგცეს იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რაც შეუკვეთეთ. სასტუმროს მენეჯერი კი გეუბნებათ, რომ ეს სასტუმროს საუკეთესო ნომერია, ხოლო მეუღლე გირჩევთ შვებულება არ გაუფუჭოთ ოჯახს სკანდალით. აქ უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორი ხასიათი გაქვთ, ხელს ჩაიქნევთ და დანებდებით თუ ბოლომდე იბრძოლებთ, რათა მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ…

სერიალის მთავარი გმირი- უძრავი ქონების აგენტი შეინ პეტონი ადამიანების მეორე კატეგორიას ეკუთვნის. იგი ახალდაქორწინებულია და მიუხედავად მისი მეუღლის უკმაყოფილებისა, მზადა ომი გამოუცხადოს სასტუმროს თანამშრომლებს სასურველი ნომრისათვის. სასტუმროს არც სხვა მობინადრეები ჩამორჩებიან მას უცნაურობებში…

თეთრი ლოტუსი (The White Lotus)
შემქმნელი: მაიკ უაითი
2021წ. (აშშ)
The White Lotus (2021) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
Liars – Big Appetite

Liars – Big Appetite

Album: The Apple DropRelease date: 06/08/21Record label: MuteGenre: Alternative

შემდეგი
ოფლი (Sweat)

ოფლი (Sweat)

პოლონური რეალითი შოუ თრილერის ელემენტებით ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share