ტიტანი (Titane) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ტიტანი (Titane)

2021 წლის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი-პროტესტი.

ავტოავარიის შედეგად პატარა ალექსას თავში ტიტანის იმპლანტს ჩაუდგამენ. 15 წლის შემდეგ იგი სტრიპტიზიორად მუშაობს ავტოსალონში. უცნაური დაფეხმძიმების შედეგად იგი უფრო და უფრო აგრესიული და არაკონტროლირებადი ხდება…

დასავლური ღირებულებების საზღვრების დარღვევაში გამოიხატება. მისი იდეური შემადგენლობა ისეთი დასავლური ლიბერალური ტრენდების ერთობლიობაა, როგორიცაა ტექნოფეტიშიზმი, ფემინიზმი, ინცესტი, მაზოხიზმი, ტრანსგენდერობა, რომელიც ფილმში გამოსახულია უსახურობის ესთეტიკით, როგორც მას სავარაუდოდ საზოგადოება ხედავს.

რთულია ამ ფილმის ჟანრის განსაზღვრა ან რეჟისორის ზუსტი გზავნილის გარკვევა, მაგრამ ვიზუალური და ემოციური შოკი გარანტირებულია. აზრს მოკლებულ ძალადობა, მამა-შვილის პათოლოგიური ურთიერთობა, სექსუალური კავშირი მანქანასთან პატარა ჩამონათვალია იმ სცენებისა რომელებითაც ფილმი შედგება. მომხიბვლელი გარეგნობის მთავარი გმირის ტრანსფორმაცია უსახურობისა და სიმახინჯისკენ იმ ღირებულებების, იმ ინსტიტუტების რღვევაზე მიანიშნებს რომელიც ესე მნიშვნელოვანია თანამედროვე ცივილური სამყაოსთვის, იქნება ეს დედობის ინსტიტუტი, მამა-შვილობა თუ ფემინიზმი…

ტიტანი (Titane)
რეჟისორი: ჟულია დიუკურნო
2021წ. (საფრანგეთი, ბელგია)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
15 წუთი (15 Minutes)

15 წუთი (15 Minutes)

ჯონ ჰერცფილდის გაქირავებაში ჩავარდნილი სოციალური სატირა ამერიკულ საზოგადოებაზე

შემდეგი
ხვალინდელი დღის მოგონებები (Naeilui gioek)

ხვალინდელი დღის მოგონებები (Naeilui gioek)

საინტერესო ფსიქოლოგიური თრილერი მოულოდნელი სიუჟეტური კვანძის გახსნით

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share