მისტიკითა და ფანტასტიკით გაჯერებული აზიური დეტექტივი.
ფილმი ახლო მომავლში გვაგდებს წინ. 2032 წელი, ტაიბეი, ტაივანი. პროკურორი ლიან ვანჩაო კიბოს მიმე ფორმითაა დაავადებული. იგი გადაწყვიტავს მის ბოლო საქმეს მოკიდოს ხელი. მოკლულია ადგილობრივი ბიზნესმენი- მსხვილი კორპორაციის მეთაური. იგი მის საძინებელში სასტიკად მოკლეს. საქმე ერთი შეხედვით მარტივია, რადგან მკვლელობის იარაღიც ადგილზე ნაპოვნია და მკვლელიც დიდი ალბათობით აშკარაა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი რთულდება და მისტიკაში ეხვევა. ლიან ვანჩაოს სულ უფრო ცოტა დრო რჩება გახსნას საიდუმლოებებით მოცული მკვლელობა.
შესანიშნავად, ჭკვიანურად შექმნილი მომავლის ატმოსფერო, სიუჟეტური ინტრიგა და მსახიობების კარგი თამაში გამოარჩევს ამ ფილმს ბილო წლების ფანტასტიკური თრილერებისგან. აზიელებს ნამდვილად არ უჭირთ არც სიუჟეტში სასიამოვნო სიახლეების შემოტანა, არც ფილმის საჭირო ატმოსფეროს შექმნა, რის დასტურად და ღირსეულ ნიმუშად ეს ფილმი ნამდვილად გამოდგება.