უონდერლენდი (Wonderland) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

უონდერლენდი (Wonderland)

კრიმინალური, დეტექტიური დრამა ცნობილ პორნო მსახიობის ცხოვრებაზე და სისხლიან ისტორიაზე, რომელშიც იგი გაეხვა.

ჯონ ჰოლმსი პირველი ასეთი მასშტაბის პორნოვარკვლავი იყო, რომელსაც x კატეგორიის ათასზე მეტ ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 1981 წელს, როცა სექს-სიმბოლომ თავი გაანება მის ,,სასცენო” კარიერას, იგი თავიდან ფეხებამდე ნარკოტიკებში გადაეშვა. მისი ოთხი მეგობარი, რომლებმაც ჰოლმსის მითითებით ცნობილი ნარკოდილერი და მაფიოზი დააყაჩაღეს, სასტიკად იქნენ მოკლულები სახლში უონდერლენდ ავენიუზე. ჯონ ჰოლმსის როლი ამ სისხლიან ისტორიაში ნამდვილად არ იყო უკანასკნელი…

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, რომელიც 1981 წლის ივლისში მოხდა. ინციდენტი, რომელზეც ფილმშია ლაპარკი, ცნობილია – ,,უონდერლენდის მკვლელობების საქმით”. რეჟისორმა და სცნარისტმა ჯეიმს კოკსმა სულ რაღაც 18 დღეში გადაიღო ფილმი ამ ჩახლართულ, ბნელ სისხლიან ამბავზე, სადაც ისტორიის განვითარების ორი ვერსიაა წარმოდგენილი.

უონდერლენდი (Wonderland)
რეჟისორი: ჯეიმს კოკსი
2003წ. (კანადა, აშშ)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
სთილვოთერი (Stillwater)

სთილვოთერი (Stillwater)

ამერიკელი ოკლაჰომიდან მიდის საფრანგეთში, რათა მის შვილს დაეხმაროს, რომელიც

შემდეგი
სატყუარა (Deceit)

სატყუარა (Deceit)

ფარული პოლიციელი ქალი ცდილობს დაამუშაოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share