2020 წლის სანდენსის კინოფესტივალის პრიზიორი სულისშემძვრელი დრამა, რომელიც მექსიკა-ამერიკის საზღვართან ვითარდება.
მას შემდეგ რაც შვილი მეგობართან ერთად მიდის საზღვრის გადასაკვეთად სამუშაოს ძიებაში და იკარგება, დედა მიემგზავრება რათა მოძებნოს მისი ერთადერთი ბიჭი. როგორც ოფიციალური ორგანოები ეუბნებიან, იგი დაღუპულია, მაგრამ დედა არ ნებდება და განაგრძობს მის ძებნას მექსიკის სხვადასხვა შტატებში.
ქალი რეჟისორის- ფერნანდა ვალადესის გამოუთქმელი სევდისა და ტკივილის ფილმი, რომელიც მექსიკა-ამერიკის სასაზღვრო შტატებში არსებულ სასტიკ რეალობას ხდის ფარდას. ადამიანები, იმის იმედით რომ ამერიკაში იპოვნიან სამუშაოს და ფულს სახლში გამოაგზავნიან მიდიან უკანონოდ საზღვრის გადასაკვეთად და ხვდებიან კრიმინალების, ნარკოდილერების და მკვლელების მიერ კონტროლირებად ადგილებში. ირგვლივ შიში და უიმედობაა გამეფებული. ხალხს აღარ სურს ამ ადგილებში ცხოვრება. ადამიანის სიცოცხლეს აქ ფასი არა აქვს. და მაინც ამ ქაოსში და განუკითხაობაში ისევ ჩვეულებრივი ადამიანები(და არა ხელისუფლება) ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ, დაეხმარონ და ამაში მაინც იპოვონ რაღაც შვება.