ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ოქროს ლომის ნომინანტი პოლონური ფილმი სუპერძალებით დაჯილდოვებულ ემიგრანტ მასაჟისტზე ჩერნობილიდან.
ჟენია, უკრაინიდან ემიგრირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი კოტეჯური ტიპის დასახლებაში მდიდარ კლიენტებს მასაჟს უკეთებს. იგი ჩერნობილის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა კატასტროფიდან 7 წლის შემდეგ. ჟენიას სუპერუნარები და ჰიპნოზის ნიჭი კლიენტებს ნდობით განაწყობს მის მიმართ. ისინი მზად არიან მათი შფოთვები, შიშები და პრობლემები ამ ადამიანს მიანდონ.
პოლონელმა რეჟისორმა მალგოჟატა შუმოვსკამ მის ყოფილ მეუღლესთან, სცენარისტსა და ოპერატორ მიხალ ენგლერტთან ერთად მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გადაიღო. ფილმი სავსეა ლამაზი კადრებით, სიურეალისტური მიზანსცენებით, ასოციაციებით და სხვადასხვა პერსონაჟებით. ზუსტად შერჩეული ალუზიური, ასოციაციური და მსუბუქი კინოენა გვაძლევს საშუალებას დავინახოთ კომპლექსებით სავსე დასავლური ელიტური საზოგადოება და თვალი ვადევნოთ მათი სულების მხსნელის, მსოფლიო ტრაგედიის ნაყოფის, მაგრამ მიუხედავად ამისა საოცრად კეთილი სუპერგმირის განმკურნებელ სეანსებს.
თოვლი აღარ იქნება (Śniegu już nigdy nie będzie)
რეჟისორი: მალგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი
2020წ. (პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები)


გამოიწერეთ სიახლეები
Get notified of the best deals on our product deals