წყვილების უწყინარი ვახშამი იზრდება ღია საუბრებში სექსზე და საბოლოოდ მათ შორის კონფლიქტში.
ხულიო და ანა 15 წელია ერთად არიან. მათი ვნება და ერთმანეთით აღტაცება უკვე დიდი ხანია ყოველდღიურობამ ჩაანაცვლა. ხულიო კონსერვატორიაში ასწავლის და სახლში მოსვლისთანავე ცდილობს სახურავზე განმარტოვდეს და ვარსკვლავებს დააკვირდეს. ანაც ვერაფერს უპირისპირებს ამ გაუცხოებას. თუმცა ერთ საღამოს, როცა ზედა სართულის მეზობლები, ბედნიერი წყვილი- სალვი და ლაურა სტუმრად ეწვევიან უცნაური წინადადებით ყველაფერი შეიცვლება.
ეს ის შემთხვევაა როცა თეატრი და კინო ერთმანეთში კარგად იკვეთება და არცერთის გულამომჯდარ მიმდევარს არ აღიზიანებს. ესპანელმა რეჟისორმა სესკ გაიმ შეძლო ბუნებრივად დაძაბული ატმოსფეროს შექმნა სულ რამოდენიმე ოთახის სივრცეში და ეს ყველაფერი შესანიშნავი იუმორით გააჯერა. ბევრისთვის, ვისაც ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები აქვს, შეიძლება ეს ფილმი საყურადღებო და ერთგვარად სასწავლო გამოდგეს, მთავარია დიალოგის, სიმართლის თქმის და აღიარების არ მოგერიდოთ, რადგან მხოლოდ მას მივყევართ სასურველ შედეგამდე.