რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბოლო მომენტამდე (Nick of Time)

თავიდან და ბოლო მომენტამდე დაძაბული თრილერი ორიგინალური სიუჟეტით და შესანიშნავი მსახიობებით

მოკრძალებული ბუღალტერი თავის ექვსი წლის გოგონასთან ერთად ლოს-ანჯელესის ვაგზალზე ჩამოდის მტარებლიდან. ამავე დროს ვაგზალზე ორი ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანი გაფაციცებით აკვირდება ჩამომსვლელებს და არჩევს მათ განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად. ჯონი დეპის გმირისთვის იწყება ჯოჯოხეთი, რომელიც მხოლოდ საშინელ სიზმარში შეიძლება დაესიზმროს ადამიანს.

ფილმი დროში ზუსტად იმდენი ხანი მიდის, რაც აგენტმა სმიტმა მთავარ გმირს გამოუყო დავალების შესასრულებლად. დაძაბულობა თანდათან და დინამიურად იზრდება. ორიგინალური სიუჟეტი, კარგი რეჟისურა, შესანიშნავად შესრულებული როლები ფილმის ბოლომდე არ გვიშვებს. უდაოდ კარგად დადგმული და ოდნავ დაუფასებელი თრილერი.

ბოლო მომენტამდე (Nick of Time)
რეჟისორი: ჯონ ბედემი
1995წ. (აშშ)
Nick of Time (1995) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ელიტური ქვედანაყოფი (Tropa de Elite)

ელიტური ქვედანაყოფი (Tropa de Elite)

ჟოზე პადილიას პოლიციური ექშენი რიო-დე-ჟანეიროს ქუჩის ჯუნგლებში

შემდეგი
ქვრივები (Widows)

ქვრივები (Widows)

სტივ მაქუინის კრიმინალური დრამა შურისმაძიებელ ქვრივებზე, რომლებიც ბრძოლას

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share