ქვრივები (Widows) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ქვრივები (Widows)

სტივ მაქუინის კრიმინალური დრამა შურისმაძიებელ ქვრივებზე, რომლებიც ბრძოლას უცხადებენ სასტიკ სინამდვილეს.

მძარცველების ჯგუფი მორიგი საქმის დროს იღუპება. ისინი ვიღაცამ გასცა. მათი ქვრივები გადაწყვეტენ ქმრების დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ, რათა ერთდროულად- გადაწყვიტონ ფინანსური პრობლემები და გაარკვიონ ვინ ,,ჩუშვა” მათი მეუღლეები.

სადებიუტო ,,შიმშილის” და ,,სირცხვილის” შემდეგ სტივ მაქუინმა ოსკაროსანი ,,12 წელი მონობაში” გადაიღო და ადგილი დაიმკვიდრა იმ რეჟისორებს შორის, რომლის მორიგ ნამუშევარს მაყურებელი თუ კრიტიკოსი ერთნაირი მოუთმენლობით ელის. მაქუინმა არც ამჯერად დააღალატა მისი კინოს მოყვარულები და კარგად დადგმული კრიმინალური დრამა შემოგვთავაზა ძლიერი მსახიობებით. ძლიერი აქ ხაზგასმითაა აღსანიშნი, რადგან ფილმი ისეთ აქტუალურ თემებსაც ეხება, როგორიც გენდერული თანასწორობაა და რეჟისორს იმ მარტოხელა ქალების მცდელობის გამოსახატავად, რომელთაც სურთ ადგილი დაიმკვიდრონ რთულ სამყაროში(თუგინდ კრიმინალურში), განსაკუთრებით დამაჯერებელი არტისტები სჭირდებოდა. ხანგრძლივი საინტერესო დიალოგები, კარგად დამუშავებული პერსონაჟები (სცენარისტ გილიან ფილის უდაო დამსახურება), შონ ბობითის ოპერატორული ნამუშევარი და ჰანს ზიმერის საუნდტრეკი კიდევ უფრო მეტად ავსებს ამ საინტერესო ფილმს.

ქვრივები (Widows)
რეჟისორი: სტივ მაქუინი
2018წ. (დიდი ბრიტანეთი, აშშ)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ბოლო მომენტამდე (Nick of Time)

ბოლო მომენტამდე (Nick of Time)

თავიდან და ბოლო მომენტამდე დაძაბული თრილერი ორიგინალური სიუჟეტით და შესანიშნავი

შემდეგი
წყნარი ცხოვრება (Una vita tranquilla)

წყნარი ცხოვრება (Una vita tranquilla)

იტალიური კრიმინალური დრამა ბრწყინვალე ტონი სორვილიოს და მარკო დ’ამორეს

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share