რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

წყნარი ცხოვრება (Una vita tranquilla)

იტალიური კრიმინალური დრამა ბრწყინვალე ტონი სორვილიოს და მარკო დ’ამორეს დუეტის შესრულებით.

როზარიო რუსო გერმანიის მშვიდი ქალაქის ერთი პატარა რესტორნის მფლობელი და შეფ მზარეულია. საღამოს მის დაწესებულებაში ქალაქის გურმანები იკრიბებიან, რათა მისი საავტორო შედევრები დააგემოვნონ. ერთ-ერთი ესეთი საღამოს დროს იგი ფანჯარაში ორ იტალიელს ხედავს, რომლებიც მას ესტუმრნენ. ამ შეხვედრასთან ერთად როზარიო რუსოს წინა ცხოვრება და წარსულის ამბები გამოდის ჩრდილიდან. არის კი რამე ისეთი, რაც მისი ცხოვრების წყნარ დინებას შეცვლის?

სერიალ ,,გომორას” ერთ-ერთი რეჟისორის კრიმინალური დრამა რთულ არჩევანზე, რომელიც ცხოვრებაში გვიწევს გავაკეთოთ. ზოგჯერ ეს ჩვენი ნებით ხდება, ზოგჯერ კი უბრალოდ სხვა გზა არ არის, რადგან ეს შენს ახლო ადამიანებსაც ეხება. ერთია რომ, ჩვენი საქმეები, შეცდომები არსად მიდის, როგორც არ უნდა ვეცადოთ მათი დავიწყება და გვიბრუნდება, როცა ამისთვის სრულიად მოუმზადებლები ვართ.

წყნარი ცხოვრება (Una vita tranquilla)
რეჟისორი: კლაუდიო კაპელინი
2010წ. (იტალია, საფრანგეთი, გერმანია)
A Quiet Life (2010) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ქვრივები (Widows)

ქვრივები (Widows)

სტივ მაქუინის კრიმინალური დრამა შურისმაძიებელ ქვრივებზე, რომლებიც ბრძოლას

შემდეგი
გადამფრენი ჩიტები (Pájaros de verano)

გადამფრენი ჩიტები (Pájaros de verano)

კრიმინალურ-ეთნიკური დრამა, სადაც უძველესი ხალხის ტრადიციები და ტრაგიკული

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share