ფრანგი პოლიციელების სიცოცხლისათვის საშიში სამუშაო მარსელის შეუვალ უბნებში.
სამ მეგობარს, სამ მარსელელ პოლიციელს ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის საკუთარი წესი აქვთ, სადაც ისინი არ ერიდებიან არც ფულის, არც ნარკოტიკების უკანონო ამოღებას, თუმცა ამას დიდი საქმისთვის ამზადებენ, რომ ბოლო მოუღონ ნარკოტიკის დიდი პარტიების შემოსვლას პოლიციისთვის ძნელად შეღწევდ უბნებში. დადგება მომენტი როცა მათ რთული არჩევანის გადაწყვეტა მოუწევთ. არჩევანის, რომელიც ღირსების, მათი მეგობრობის და თავისუფლების ზღვარზე გადის.
სედრიკ ჟიმენესმა რომელიც ახალი არ არის ამ ჟანრის კინოში, შეძლო ატმოსფეროს შექმნა, რომელიც მარსელის იმ უბნებში სუფევს, სადაც ნარკოტიკებმა და კრიმინალმა წალეკა იქაურობა. ნერვული კინოკამერა ერთი წუთით არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. სპეცოპერაცია ნარკოტიკების დიდი პარტიის ამოსაღებად კი ისეთი ვირტუოზულობითაა გადაღებული, ბევრ სახელოვან ამ ჟანრში მომუშავე რეჟისორს შეშურდება.