,,ყბების” ავტორის, პიტერ ბენჩლის სათავგადასავლო რომანის ეკრანიზაცია ოკენის სიღრმეებში ჩაფლულ საიდუმლო განძზე.
წყვილი – გეილი და დევიდი ბერმუდის ეგზოტიკურ კუნძულზე ატარებს დასვენების დღეებს. ერთ-ერთი წყალქვეშა ჩაყვინთვის დროს ისინი ჩაძირულ გემს წააწყდებიან და ნაპოვნი ნივთების ნაწილი გემბანზე ამოაქვთ. ესეთი ჩახირული გემები აქ სიახლე არ არის, მაგრამ როგორც ეტყობა მათ რაღაც განსაკუთრებულს მიაგნეს ოკეანის სიღრმეში…
რეჟისორმა პიტერ იეტსმა, რომელმაც მანამდე არაერთი დინამიური ექშენი გადაიღო, ამ ფილმზე მუშაობის დროს მთელი მის ხელთ არსებულო არსენალი და ჟანრის გამოცდილება ჩართო. წყალქვეშა გადაღების დიდოსტატმა, ოპერატორმა კრისტოფერ ჩელისმა მაყურებელი ზვიგენებით და მურენებით სავსე ოკეანის საიდუმლოებებით მოცულ სიღრმეებს და ფერებს აზიარა. ეს ყველაფერი და მეოცე საუკუნის 70-იანების კინოვარსკვლავების თამაში სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებს დაუვიწყარ მოგზაურობას და ექშენს ჰპირდება ოკეანის წყლებში.