სერიალი – ლილიან მორიარტის მორიგი რომანის ეკრანიზაციაა, რომლის მთავარი თემები ადამიანის ფსიქოლოგია, მორალის ნორმებზე და ზღვრებზე მსჯელობა, ერთგვარი მისტიციზმია.
ცხრა ადამიანი, ცხრა უცნობი სხვადასხვა შიდა პრობლემებით და განსხვავებული ბედით ჩადის ელიტურ კურორტზე. აქ მათ ელოდება არა იმდენად სასიამოვნო სპა-პროცედურები, რამდენადაც მკაცრი ფსიქოლოგიური ტრენინგი. რასაც ისინი თავის თავში ინახავდნენ წლების განმავლობაში, ყველა ტკივილი თუ შეცდომა, სურვილები- გარეთ გამოდის ამ უცნაური სანატორიუმის რუსი ხელმძღვანელის, მაშას წყალობით, რომელსაც თავის მხრივ საკმაოდ ბნელი წარსული აქვს.
მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ სამოთხესავით ლამაზადაა ყველაფერი მოწყობილი, ეს ადგილი ნამდვილი ჯოჯოხეთური გამოცდაა ადამიანებისთვის, რომელთაც ყველას თავისი პატარ-პატარა დემონები ჰყავთ გამოკეტილი საკუთარ თავში.
ცხრა იდეალური უცნობი (Nine Perfect Strangers)
შემქმნელები: ჯონ-ჰენრი ბუტერვორთი, დევიდ ე კელი
2021წ. (აშშ)


გამოიწერეთ სიახლეები
Get notified of the best deals on our product deals