პოსტ აპოკალიფსური სერიალი ფრანგული პოლიციური თრილერების კლასიკოსის- ოლივიე მარშალისაგან.
გიგანტურმა ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა დაიპყრეს ხელისუფლება პლანეტაზე და ეხლა უკანასკნელი წყლის მარაგებისთვის იბრძვიან. ესეთ კორპორაციებს შორის, რომლებიც კონტროლირებად ქვეყნებში ტოტალიტარულ რეჟიმს ხელს უწყობს, არის სწრაფად მზარდი ,,პრომეთე”. კორპორაციის ერთ-ერთი მიზანი სახელმწიფო პოლიციური სამსახურის კერძო სამხედრო დანაყოფებით შეცვლაა, რომლის მეთაური – მონრო თავის მხრივ ოცნებობს სამხედროების ანეროიდებით ჩანაცვლებაზე. მონროს წინ აღუდგება იდეალისტი პოლიციელი- საირუსი, რომლის მიზანი სამყაროს გადარჩენაა სრული განადგურებისგან. ამისათვის იგი აყალიბებს ჯგუფს ,,ნულოვანი სექტორი”, რომელიც დასახული მიზნისათვის ყველაფერზე მიდის.