ნორვეგიული სერიალი, სადაც დეტექტივი, დრამა და სკანდინავიური შავი იუმორი საინტერესოდაა შერეული მითოლოგიასთან.
ტიპიური ნორვეგიული პატარა ქალაქი. შუა მინდორში ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის გვამი. პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გვამი იპოვეს, ბჭობენ: სასწარაფო დახმარებას უნდა დაურეკონ თუ პირდაპირ დამკრძალავ ბიუროს. გადაწყდება რომ დამკრძალავ ბიუროს, თუმცა აღმოჩნდება, რომ დამკრძალავი ბიუროს მფლობელები ნაპოვნი გოგონას ოჯახია და მათ მოუწევთ მათი ოჯახის წევრის გადაყვანა პროზექტურაში. გვამის გაკვეთის დროს გოგონა უეცრად თვალებს ახელს და ფხიზლდება. იწყება ისტორია, სადაც ექვსი სერიის განმავლობაში მაყურებელი გაეცნობა ნორვეგიის პატარა ქალაქის- სკარნესის ცხოვრებას, ჩაწვდება მთავარი გმირის ოჯახის საიდუმლოებებს და გახდება ნახევრადმითოლოგიური ამბების მოწმე.