რუსი რეჟისორის იური ბიკოვის ფილმი გულგრილობაზე, კორუფციაზე და სანტექნიკოსზე, რომელსაც კორპუსის მაცხოვრებლების გადასარჩენად ჩინოვნიკებთან უწევს ბრძოლა.
ახალგაზრდა სანტექნიკოსი ნიკიტინი ღამის გამოძახებაზე მიდის: კორპუსის ბინაში მილია გახეთქილი. ადგილზე დათვალიერების შემდეგ ნიკიტინი ხვდება, რომ კორპუსი ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოინგრეს და ცდილობს ეს ინფორმაციია უფროსობას მიაწვდინოს. მოასწრებს კი პატიოსანი მამის შვილი კორუფციაში გახვეული ჩინოვნიკების ამაში დარწმუნებას და კორპუსის მაცხოვრებლების გადარჩენას..?
იური ბიკოვმა ნერვული, გაბრაზებული და აქტუალური ფილმი გადაიღო კორუფუციაზე ქვეყანაში. რუსული პროვინციული ქალაქის ალკოჰოლით გაჟღენთილ ყოფას ენაცვლება სიბინძურეში გახვეული, არაკომპეტენტური ჩინოვნიკები და მათი აბსურდული გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ მათ პირად კეთილდღეობას ემსახურება. კორპუსი რომელიც დაზიანებულია, თითქოს ალეგორიულად რუსეთს განასახიერებს. იდეოლოგიის და მიზნის გარეშე იგი დასანგრევადაა განწირული.