გერმანული შოკისმომგვრელი დრამა ევროპულ სტუდენტურ მოძრაობაზე.
მაქსი ერთი გერმანელი, არაფრით გამორჩეული გოგონაა, რომლის ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა მისი თანამემამულეების ცხოვრებისგან. მაგრამ მომხდარი ტრაგედია ცვლის მის წარმოდგენას სამყაროზე. მომხდარის წნეხი მძიმე ტვირთად აწევს გოგონას ფსიქოლოგიას. ამ სიტუაციაში მხსნელად ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტი – კარლი ევლინება, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს. იგი ცდილობს გოგონა მის მიერ წამოწყებულ ახალგაზრდულ მოძრაობას აზიაროს. მოძრაობას, რომელსაც სურს ახალი წესრიგის დამყარება ევროპაში…
გერმანელი რეჟისორის ფილმის პრემიერა ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ეხება ისეთ აქტუალურ პრობლემებს, როგორიც, ემიგრანტები, ტერორიზმი, ნეოფაშიზმი, მასთან დაკავშირებული ახალი სტუდენტური მოძრაობებია. იგი ფილმი-გაფრთხილებაა. როგორც ჩანს ევროპულ სამყაროში ახალი კონფლიქტი მწიფდება, რომლის ფესვები პოლიტიკურ მოვლენებში და ბოლო ათწლეულების საემიგრაციო პროცესებში იმალება.