კოლორიტული პერსონაჟებით, ორლულიანი თოფებით და მასში შავი იუმორით გატენილი კრიმინალური ისტორია ნორვეგიელი რეჟისორის – ტომი ვირკოლასაგან.
ცხოვრებისგან დაღლილი ოჯახური წყვილი ქალაქგარე მყუდრო აგარაკზე მიემგზავრება მშვიდ გარემოში რამდენიმე დღის გასატარებლად და ახალი ძალების მოსაკრეფად. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული გეგმა აქვს ამ დღეების მის საკეთილდღეოდ გამოსაყენებლად, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც მათ ჩანაფიქრებს ასე რადიკალურად შეცვლის…
ფილმი სტრუქტურულად ისეა აგებული, რომ ყოველი შემდგომი ეპიზოდი უფრო მეტად ხსნის და ინფორმაციას გვაძლევს რა ხდება სინამდვილეში. ხოლო ყოველ ახალ პერსონაჟს უფრო მეტი ქარიზმა და დრამატურგია შემოაქვს სიუჟეტში. ამით იგი ტარანტინოს საუკეთესო ფილმებს გვაგონებს, თუმცა სკანდინავიელი რეჟისორი მაინც უნიკალურია, ყველაფრის თავისებური სასტიკი ხედვა აქვს და არავის იმეორებს.