შვეიცარიული სიზუსტით აწყობილი დეტექტივნარევი დრამა საბანკო კულუარებზე, გასული საუკუნის 80-იანების არგენტინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე.
შევეიცარიელი ბანკირი-ივან დე ვილი მეუღლესთან ერთად 1980-იანი წლების არგენტინაში მოგზაურობს გაქანებული დიქტატორული რეჟიმის დროს. მისი ძველი პარტნიორი ბუენოს-აირესში , რომელსაც ძალზედ მომგებიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა და ჟენევაში ჩამოფრენილიყო, უბრალოდ გაქრა. ივანი ხვდება მისი ბანკის არსებულ და პოტენციურ მდიდარ კლიენტებს ქვეყნის უმაღლესი ეშელონებიდან, აწარმოებს მათთან მოლაპარაკებას, პარალელურად კი ცდილობს გაარკვიოს სად გაუჩინარდა მისი პარტნიორი…
არგენტინაში დაბადებული შვეიცარიელი რეჟისორი მშვიდად და აუღელვებლად გვიყვება გასული საუკუნის 80-იანი წლების არგენტინული ელიტარული საზოგადოების ცხოვრებას, ამასთანავე ნათლად იგრძნობა ის დაძაბული და სამხედრო ტერორით განმსჭვალული გარემო და განუკითხაობა, რაც ქვეყანაში ხდება.