დინამიური, დაძაბული ბრიტანული სერიალი ჯვარედინ გამოძიებაზე ერთდროულად წყალქვეშ და ხმელეთზე.
საგამომძიებლო სამსახურის უფროსი ინსპექტორი ემი სილვა რთულ დავალებას იღებს: მან უნდა გამოიძიოს შოტლანდიური თევზსაჭერი ტრალერის გაქრობის ამბავი და პარალელურად ატომურ წყალქვეშა გემზე მომხდარი უცნაური სიკვდილიც უნდა ამოხსნას. სილვას ეჭვი აქვს, რომ ამ ორ შემთხვევას შორის რაღაც კავშირია, მას მეწყვილე ჭირდება რათა ერთდროულად აწარმოოს იდუმალებით მოცული ორი საქმე…