ბელგიური დეტექტიური სერიალი რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ სერიულ მკვლელზე, რომელსაც კვალში ორი დეტექტივი უდგას.
ბელგია. გამოცდილი დეტექტივი პეტერი და მისი ახალი მეწყვილე ვიკი სასტიკ მკვლელობას იძიებენ, რომელიც თავიდან ძალიან ჰგავს ღირსების გამო ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ მალე სიტუაცია იცვლება და საქმეში ჩნდება ათი მცნებით შთაგონებული მანიაკი, რომელსაც სურს სერიული მკვლელობებით მორალური წესრიგი აღადგინოს საზოგადოებაში.