მისტიურ-დეტექტიური ფილმი ,,ჰორორის” ელემენტებით იტალიური საშინელებათა ფილმების მაესტრო- დარიო არჯენტოსგან.
,,სტენდალის სინდრომი” – ეს ადამიანის ფსიქიკის სპეციფიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ზედმეტად ღრმად ჩაძირვა ხელოვნების ნიმუშებში (ფერწერა, სკულპტურა), რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის საკუთარი პიროვნების დროებითი დაკარგვა, რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვრის წაშლა. ფილმში ესეთი სინდრომი უეცრად უვლინდება ახალგაზრდა ქალს ანას, რომელიც იტალიის პოლიციაში მუშაობს და სერიული მკვლელის საქმეს იძიებს. მაგრამ ისე ხდება რომ, მანიაკი თავად იწყებს ნადირობას მდევარზე…
,,ჯალო”, როგორც იტალიური საშინელებათა ფილმების ქვეჟანრი 80-იანების ბოლოს მოკვდა და მან თავისი სისხლიანი კვალი დატოვა კინემატოგრაფიაში. თუმცა 1996 წლის ,,სტენდალის სინდრომში” დარიო არჯენტომ (რომელმაც კინოკარიერა სპაგეტი-ვესტერნების სცენარების წერით დაიწყო) იგი ფერფლისგან აღადგინა და მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა გოთიკით, მისტიციზმით, სიურრეალისტური და სასტიკი სცენებით გაჯერებული შესანიშნავად დადგმული თრილერი. ფილმში მთავარი როლისთვის რეჟისორმა თავისი ქალიშვილი -ასია არჯენტო დააკავა, ხოლო მუსიკა დიდ მაესტრო- ენიო მორიკონეს მიანდო.