დიალოგებზე აწყობილი კორეული ფილმი სკოლაში არსებულ დაძაბულ ატმოსფეროზე და უფროსკლასელების რთულ და ხშირად ტრაგიკულ ურთიერთობებზე.
კორეის ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელი თავისი ნებით მიდის ცხოვრებიდან, ხოლო დამწუხრებული მამამისი გაკვირვებული რა მისი შვილის კლასელების ქცევით, დაკითხვას უწყობს მათ. მართლაც უცნაურია: ერთი მათგანი პანაშვიდებზე არ მოსულა, მეორემ საერთოდ მისამართი გამოიცვალა. რა უნდა ყოფლიყო ისეთი, რამაც ახლგაზრდა ადამიანს თვითმკვლელობა გადააწყვეტინა, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რამაც ახლო მეგობრები ესე ერთმანეთს დააშორა.
კინო დასაწყისიდანვე ეფლობა ხანგრძლივ დილოგებში, რომელიც სკოლის მეგობრებს შორის ურთიერთობის რეკონსტრუქციას ახდენს, იმ ურთიერთობებისა რომელიც უკვე აღარაა, ან იქნებ არც არასდროს ყოფილა. ახლო ადამიანებს შორის წყენები, უდიერად წამოსროლილი სიტყვები, გამიზნული პროვოკაცია, ღალატი, ფარული თუ ღია აგრესია მოტივის და ლოგიკის გარეშე იმ პრობლემებზე მიგვანიშნებს და ჩაგვაფიქრებს, რომლის წინაშე დღევანდელი ახალგაზრდობა და არამარტო ახალგაზრდობა დგას.