დაბალბიუჯეტიანი დაძაბული თრილერი მექსიკიდან ემიგრირებულ, შავ ბიზნესში გახვეულ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ოჯახის დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად ბევრ რამეზე მიდის.
შეფ ჰერნანდესი- მექსიკიდან შტატებში ემიგრირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მთებში ჩაკარგულ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში იწყებს მუშაობას. მის ოჯახის წევრებს დეპორტაცია ემუქრება, თუ ისინი 60 000 დოლარის ღირებულების სახელმწიფო გადასახადს არ გადაიხდიან. შეფი მის ბოსს-ფაუსტს მიმართავს დახმარებისთვის. იგი პირდება დახმარებას. თუმცა არა უანგაროდ…
ფილმი თრილერისთვის დამახასიათებელი გამაფრთხილებელი სცენით იწყება, თუმცა უმალვე მშვიდ რიტმს უბრუნდება და მექსიკელი ემიგრანტების ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ერთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ასევე პრესტიჟული რესტორნის შიდა სამზარეულოს კულინარიულ ამბებს მიჰყვება. თუმცა არა დიდი ხნით. სიუჟეტში ნელ-ნელა ჩნდება შემაშფოთებელი პერსონაჟები და ნოტები, რაც საბოლოოდ კარგ, დაძაბულსიუჟეტიან დრამაში გადაიზრდება.