თვითმყოფადი კორეელი რეჟისორის არაორდინალური ისტორია შეყვარებულ ვამპირებზე, სადაც ერთი კათოლიკე მღვდელია, მეორე კი მოღალატე მეუღლე.
ფილმის მთავარი გმირი- ყველასაგან დაფასებული და პატივცემული კათოლიკე მღვდელია, რომელიც თავისი ნებით თანხმდება მონაწილეობა მიიღოს ახალი ავადმყოფობის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებელ ექსპერიმენტში. მაგრამ მას შემთხვევით ვამპირის სისხლს გადაუსხამენ. მღვდელი საოპერაციო მაგიდაზე კვდება, მაგრამ მალევე ცოცხლდება, იძენს რა ახალ სასწაულებრივ უნარებს. თუმცა ამ უნარებთან ერთად ადამიანების სისხლის წყურვილიც მოდის, რაც მის მორალს და სულიერებას სავსებით ეწინააღმდეგება…
შურისძიების ტრილოგიის შემდეგ (,,ბატონი შურისძიების თანაგრძნობა”, ,,ოლდბოი”, ,,ქალბატონი შურისძიების თანაგრძნობა”) კორეელმა რეჟისორმა გადაწყვიტა დაესვენა და ნაკლებად სახიფათო ფსიქიურ დარღვევებს შეხებოდა(,,მე კიბორგი ვარ, მაგრამ ეს ნორმალურია”2006წ). თუმცა მალევე დაუბრუნდა თავის ამპლუას და ბოლო წლების კინოში მოდური მთვარის შუქზე ლამაზად მოჩურჩულე შეყვარებული ვამპირების და მათი სამუდამო სიყვარულის ნაცვლად სულაც განსხვავებული სისხლიან-ვამპირული ტრაგიკომედია შემოგვთავაზა.