სომალის სისხლიანი სამოქალაქო ომის ფონზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საელჩოები ცდილობენ გამოსავალი მონახონ შექმნილი სიტუაციიდან.
1991 წლის იანვარში სომალიში მიმდინარე 10 წლიანმა სამოქალაქო ომმა უკვე დედაქალაქს მიაღწია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საელჩოების თანამშრომლები აჯანყებულებით გადატენილ ქუჩებში ცდილობენ როგორმე თავი დააღწიონ ქაოსს და სამშობლოში დაბრუნდნენ. თუმცა ამისათვის მათ მოუწევთ წარმოუდგენელი ბარიერის გადალახვა: მათი ქვეყნები ხომ თითქმის საომარ რეჟიმში არიან ერთმანეთთან, მათ კი ერთობლივი ძალისხმევით და ერთმანეთთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ თუ გადარჩენა უნდათ.
2021 წლის სამხრეთ კორეის შემოსავლების ლიდერი ბლოკბასტერი რიდლი სკოტის ,,შავი ქორის დესანტის” მსგავსად მაროკოშია გადაღებული. მისი ეგზოტიკური პეიზაჟები ამძაფრებენ ქაოსში გახვეული სომალის ქუჩების იმიტაციას და ადგილზე ყოფნის ეფექტს. ფილმის შემქმნელებმა შეძლეს სოციალურ-პოლიტიკური სიუჟეტის შეზავება შესანიშნავი ,,ექშენით” და დაძაბულობის ატმოსფეროთი.