ანიმეს მიხედვით შექმნილი კორეული ფანტასტიკური ,,ექშენი”, სადაც მოქმედება ანტი უტოპიურ კორეაში ხდება.
2024 წელი. რეგიონში დაძაბულობის გამო, რაც ჩინეთისა და იაპონიის დაპირისპირებითაა გამოწვეული, ორი კორეა აცხადებს ხუთწლიანი შეერთების გეგმას. ამით უკმაყოფილო მსოფლიო წამყვანი ქვეყნები ეკონომიურ სანქციებს უწესებს გაერთიანებულ კორეას, რაც ეკონომიკასა და ცხოვრების დონეზე ცუდად ისახება. ხალხის საპროტესტო განწყობის ფონზე იქმნება ტერორისტული ორგანიზაცია ,,სექტა”. მათთან საბრძოლველად მთავრობა ქმნის სპეცდანიშნულების რაზმს, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისი თავის დისკრედიტირებას ახდენს, დახვრიტავს რა უდანაშაულო ადამიანებს. ამ შემთხვევის შემდეგ ჯგუფის წევრები თავიანთ სახეს ნიღბის ქვეშ მალავენ…
კიმ ჯი უნის ფილმი- ცნობილ მანგაზე დაფუძნებული იაპონური ანიმე ,,მაქციების” ეკრანიზაციაა. ,,მაქციები” მალე იქცა საკულტო ანიმედ და იაპონიის საზღვრებს გასცდა, რაც მისი უნივერსალური თემატიკის უდაო დამსახურებაცაა. რეჟისორმა და სცენარისტებმა ორიგინალური ნაწარმოების მოქმედება ანტი უტოპიურ კორეაში გადმოიტანეს, სადაც ტოტალიტარული ჩრდილოეთი და ფუტურისტული სამხრეთი ერთ ძალად არის გაერთიანებული.