გაყინულები (Frozen) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გაყინულები (Frozen)

ატმოსფერული და გამყინავი თრილერი ზამთრის კურორტის საბაგიროზე გამომწყვდეულ მეგობრებზე.

სამი მეგობარი ზამთრის კუტორტზე ჩამოდის თხილამურებზე სასრიალოდ და დროის გასატარებლად. კვირა საღამოს ისინი საბაგიროს ამწეთი უახლოეს მთაზე ადიან თხილამურებით დასაშვებად, ხოლო ოპერატორი, რომელიც ამწეს მართავს ვერ ამჩნევს მათ და თიშავს დენის წყაროდან. მექანიზმი გამორთულია, შუქები მთელს პერიმეტრზე ჩამქვრალი. მეგობრები აღმოჩნდებიან მიწიდან რამდენიმე მეტრში მომაკვდინებელი ყინვის პირისპირ.

ფილმი 2009 წლის თებერვალში ამერიკის ერთ-ერთ უძველეს სათხილამურო კურორტზე-სნოუბეისინში გადაიღეს. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი- ადამ გრინი და ოპერატორი- უილ ბერეტი ამწის სცენებს სხვების დაუხმარებლად იღებდნენ, რადგან ტექნიკური პერსონალი თავს შეუძლოდ გრძნობდა სიმაღლის გამო. საყურადღებოა ისიც, რომ ფილმს ,,ცოცხლად” იღებდნენ: ნატურაზე, მწვანე ეკრანის გამოყენების და სპეცეფექტების გარეშე. მსახიობებს მართლა მოუხდათ რაღაც დროის გატარება მთის ფერდობზე დაკიდებული საბაგიროს სავარძლებში მიწიდან 15 მეტრის სიმაღლეზე.

გაყინულები (Frozen)
რეჟისორი: ადამ გრინი
2010წ. (აშშ)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
აილანგი: მგლების ბრიგადა (Illang: The Wolf Brigade)

აილანგი: მგლების ბრიგადა (Illang: The Wolf Brigade)

ანიმეს მიხედვით შექმნილი კორეული ფანტასტიკური ,,ექშენი”, სადაც მოქმედება

შემდეგი
უღმერთო (No Man of God)

უღმერთო (No Man of God)

მანიაკისა და ანალიტიკოსის დოკუმენტურ ინტერვიუებზე აგებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share