მანიაკისა და ანალიტიკოსის დოკუმენტურ ინტერვიუებზე აგებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი.
რა ამოძრავებს მანიაკს? რატომ კლავს იგი? როგორ არჩევს მსხვერპლს? ამის გასარკვევად მეოცე საუკუნის 70-იანებში ამერიკის ფედერალურ ბიუროში ბიჰევიორისტიკის განყოფილება შეიქმნა, რომლის გამორჩეულად წარმატებული თანამშრომელი ბილ ჰაგმაიერი გახდა. წარმატებამდე და აღიარებამდე კი მას ხანგრძლივი ინტერვიუების ჩაწერა უწევდა ცნობილ მკვლელებთან და მანიაკებთან. ერთ -ერთი ესეთი მორიგი საქმის დროს მას უწევს სერიულ მკვლელ- ტედ ბანდისთან შეხვედრა და მასთან კონტაქტის დამყარება, რომელიც მანამდე არავის წყალობდა ინტერვიუს ჩაწერაზე…
გრძელი და დოკუმენტურად აღდგენილი საუბრები, რომელსაც ადგილი ნამდვილად ჰქონდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, ასახავს ინტერვიუების დეტალებს ბილ ჰაგმაიერის და ტედ ბანდის შორის. (ამ უკანასკნელს 30-ზე მეტი ქალის მკვლელობა ედებოდა ბრალად) არაფერი ამაზე მეტი ფილმში თითქოს არ არის. მაგრამ ეს საოცრად საინტერესო სანახაობაა, რაც მეტწილად რეჟისორის და მსახიობების (ელაიჯია ვუდი; ლუკ კირბი) დამსახურებაა.