ტვიტერზე გამოქვეყნებული ისტორიის მიხედვით შექმნილი შავი კომედია კრიმინალური ელემენტებით.
ზოლა ოფიციანტია კაფეში. მისი ახალი მეგობარი ჯესიკა დაიყოლიებს მას გასტროლებზე ფლორიდაში წასვლაზე, რათა სტრიპტიზ-კლუბში ცეკვით მოზრდილი თანხა დააგროვონ უიქენდზე. ჯესიკასთან ერთად მისი ,,ბოიფრენდი” და მენეჯერი მოდის მოგზურობაში. ერთი შეხედვით გასართობად და ფულის საშოვნელად შეკრებილი ჯგუფი მალე სახიფათო თავგადასავლებში გაეხვევა.
ფილმი დაფუძნებულია 2015 წელს ტვიტერზე გამოქვყნებულ 148 პოსტზე, რომლის ავტორია გოგონა ნიკით @_zolarmoon. ასევე დევიდ კუშნერის ჟურნალ ,,როლინგ სთოუნზში” გამოქვეყნებულ სტატიაზე- “ზოლა ყველაფერს მოყვება: ნამდვილი ისტორია დიდებული სტრიპტიზიორების საგისა, რომელიც კი ოდესმე ტვიტერზე გამოქვეყნებულა”. ფილმის პრემიერა 2020 წლის იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.