სერიალი გადაღებულია სინეიტირო ვატანაბეს ცნობილი ანიმე-სერიალის მიხედვით, რომელიც კოსმიური კოვბოების სახიფათო საქმიანობაზე მოგვითხრობს.
2071 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია ხდება თავებზე მონადირის პროფესია: კოსმოსური კოვბოები, რომლებიც კოსმოსის სივრცეებში დაძრწიან დამნაშავეების ცოცხლად შეპყრობის და მათ სანაცვლოდ გასამრჯელოს მიღების მიზნით. მომავლის სამყაროში კრიმინალური პრობლემები მხოლოდ ამ გზით, კერძო პირების მეშვეობით იჭრება. ამით ირჩენს თავს პლანეტშორისი ხომალდ ,,ბიბოპის” ეკიპაჟის წევრები: ოთხი ადამიანი და ერთი ძაღლი.
ორიგინალურ ანიმეში მის შემქმნელს ეგრეთ წოდებული მთავარი ფსონი რამოდენიმე მომენტზე ჰქონდა გაკეთებული: მთავარი გმირი, კოსმოსში გადატანილი ვესტერნის ატმოსფერო და ჯაზი, რომელიც ამ ატმოსფეროს მეტ სიღრმეს მატებდა. რიმეიქის შემქმნელებმა შეძლებისდაგვარად ეს ფსონები ახალ პროექტშიც გადმოიტანეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი- სერიალის მუსიკალურ გაფორმება- იაპონური წარმოშობის კომპოზიტორ იოკო კანოს მიანდეს, რომელსაც არაერთი საუნდტრეკი აქვს ანიმესათვის და თამაშებისთვის შექმნილი.