სერიალი ექიმზე, რომელიც იგებს ფარმაცევტული კომპანიის შეთქმულებაზე.
ტკივილგამაყუჩებლების მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა და ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებული თემები სულ უფრო აქტუალური ხდება ამერიკულ სერიალებში. არისტოკრატიული ოჯახები, რომლებმაც პირველი მილიონები აბსოლუტურად უვნებელ წამლებზე გააკეთეს, დიდ ფულთან შეხების გამო თავები დაკარგეს და ყველაფერზე მიდიან, რათა მილიარდები მოიხვეჭონ. ,,დამოკიდებულება” – ერთი ისტორია არაა, იგი ისტორიაა იმ ხალხის, ვინც სხვადასხვა მიზეზით ტკივილგამაყუჩებლებზე ,,შეჯდა” და ცხოვრება დაენგრა.