მაიკ ფლენეგანის (The Haunting of Hill House; Doctor Sleep; Oculus) არაბანალური ჰორორ-სერიალი, რომელიც მნიშვნელოვან თემებს ეხება და მიუხედავად ბევრი დიალოგებისა, დაძაბული და საშიშია.
სერიალის სიუჟეტი მეთევზეთა პატარა კუნძულ – კროკეტზე ვითარდება, რომელიც როგორც ჩანს თავის არა საუკეთესო წლებს განიცდის. ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად ადგილობრივი წარმოება ქვემოთ მიდის, ბევრმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა, ზოგიერთმა სამსახური და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა უკეთესობის ძებნაში. რადგან კუნძულის ჩაკეტილი საზოგადოება გარე სამყაროსთან ნაკლებად კონტაქტირებს, მათ ცხოვრებაში ცენტრალურ როლს წმინდა პატრიკის ეკლესია თამაშობს, რომელსაც საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს.
ადგილობრივი ხანშიშესული მოძღვარის სანაცვლოდ, რომელიც სერიოზული ავადმყოფობის გამო მატერიკზე მკურნალობს, კუნძულზე ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი-პოლი ჩამოდის. მისი ცეცხლოვანი და მჭერმეტყველი გამოსვლები კუნძულის მოსახლეობის ამაღლებულ ინტერესს იწვევს. თავისი ქადაგებით და მოღვაწეობით იგი სასწაულებსაც ახდენს, რაც მრევლს საოცარი ენერგიით ავსებს, თუმცა ამასთან ერთად კუნძულზე ამოუხსნელი და შიშის მომგვრელი მოვლენები იწყება…