,, La cara oculta “ -ას რეჟისორის, ანდრეას ბაისის სადებიუტო ფილმი, სადაც არაა სპეცეფექტები და თითქოს არც მისტიკა, მაგრამ სულით ხორცამდე გვაშინებს, რადგან ის საშინელება რაც კინოში ხდება ნამდვილია და ცხოვრებისეული.
სამი ისტორია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს ფილმში სამი მთავარი პერსონაჟის ირგვლივ: საბედისწერო ახალგაზრდა ქალი, რომელიც მდიდარ მამაკაცებზე ნადირობს მათი გაძარცვის მიზნით, მღვდელი, რომელიც მის შინამოსამსახურეზეა შეყვარებული და ცხოვრებისგან დაღლილი ომის ვეტერანი, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლის სტუდენტებს. სამი განსხვავებული ადამიანი, რომლებსაც საერთო ისა აქვთ, რომ სიყვარულს ეძებენ ამ ცინიზმით და ანგარებით სავსე ცხოვრებაში…
ალბათ ნებისმიერი ადამიანის სულში არის გარკვეულწილად რაღაც ბნელი, არაკეთილი ძალები, რომელიც შესაბამისი გარემოს ან მომენტის შემთხვევაში მძლავრობს და გარეთ გამოდის. ანდრეას ბაისის ფილმიც ამაზეა. აქ ყველაფერი ნამდვილია: ტკივილიც, სისხლიც, და შიშიც ყოველგვარი გრიმის და ფარსის გარეშე. რომანის ავტორი მარიო მენდოზა, რომლის მიხედვითაც ფილმია გადაღებული, იმ ლიტერატურულ კურსებზე დადიოდა, რომელზეც ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპი- ვიეტნამის ომის ვეტერანი კამპო ელიას დელგადო. ტრაგედიის დღეს ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და რამოდენიმე ფრაზა გაცვალეს.