ვენეციის 2021 წლის კინოფესტივალის მონაწილე ფილმი ბანქოს მოთამაშეზე, რომელსაც სამხედრო წარსული სტანჯავს.
ყოფილი ამერიკელი სამხედრო, რომელსაც პატიმრების სასტიკი მოპყრობის ბრალდებით 8 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის მოხდის შემდეგ პროფესიონალი ბანქოს მოთამაშე ხდება. იგი ძირითად დროს კაზინოდან კაზინოში მოგზაურობაში, ბანქოს თამაშსა და მცირე თანხების მოგებაში ატარებს. შემთხვევითი შეხვედრა ახალგაზრდა ადამიანთან აძლევს მას შანსს გამოისყიდოს მისი უწინდელი ცოდვები და სამუდამოდ დაიხსნას თავი წარსულის აჩრდილებისგან…
ფილმის ავტორი- პოლ შრედერი ისეთი შედევრების სცენარისტია, როგორიც: ,,ტაქსისტი” და ,,გაცოფებული ხარია”. მთავარი როლი შრედერმა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობს ოსკარ აიზეკს მიანდო.
კომპანიონობას მას ტაი შერიდანი და უილიამ დეფო უწევს. ფილმში მოქმედების და ემოციურობის საკმაოდ სიძუნწისა, მისი ატმოსფერო გადამდებია, ხოლო ადამიანური და სოციალური დრამა გამოკვეთილად თვალშისაცემი. რეჟისორი ისწრაფვის არა იმდენად ერთი ადამიანის მორეზე ძალადობის ჩვენებას, არამედ ამ ძალადობის შედეგად დამდგარ სიცარიელეს, გამოფიტულობას, პიროვნების ფსიქოლოგიურ გატეხვას. ყველა ჩამოთვლილთან ერთად კი ფილმში საოცრადაა შერწყმული ბანქოს თამაშის თავისებურება და საყურადღებო წვრილმანები.