ოსკარის ოთხ ნომინაციაზე წარდგენილი კრიმინალური დრამა.
ტეხასი. გაშლილი პრერიები და თვალუწვდენელი ქედები. აქ თითქოს არაფერი იცვლება საუკუნების განმავლობაში. კოვბოები ისევ თავის ნახირს მიერეკებიან ცხენებით და ნებისმიერი მამაკაცი მზადაა ჯიბიდან იარაღი გააძროს. აქ ბანკის გაძარცვაც დიდად არავის უკვირს. მხოლოდ ძველი ,,ბენდენის” ნაცვლად უკვე ზამთრის ჩამოსაფხატი ქუდებით იფარავენ სახეს.
ხალგაზრდა ტობი და მისი ციხიდან ახალი გამოსული ძმა ტანერი იგებენ რომ ცხონებულ დედამისს ბანკის კრდიტი დარჩა გადაუხდელი, რომელსაც დროზე თუ არ გაისტუმრებენ, ბანკი მათ საგვარეულო რანჩოს წაიღებს ვალში. მოკლე დროში კრედიტის დასაფარად ტობის თავში სარისკო იდეა იბადება. ის რაც ტეხასელებს ყველაზე კარგად გამოსდით ბანკის ძარცვაა…
ფილმი სტრუქტურულად ძალიან საინტერესოდაა აწყობილი. იწყება რა, როგორც ბანკის უდიერად დაგეგმილი ძარცვის მცდელობა, იგი რამოდენიმე ჟანრს იცვლის კადრიდან კადრამდე: ექშენიდან და როუდ-მუვიდან დაწყებული ფსიქოლოგიურ დრამამდე დამთავრებული. ფილმის ორიგინალური სათაური მიგვანიშნებს იდიომაზე ,,ნებისმიერ ფასად”, თუმცა მისი თავდაპირველი აზრი მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის იძენს ფორმას, როდესაც ზემოაღნიშნული ფრაზით აღწერდნენ ალაგ სიცხით გათანგულ და ალაგ წყალდიდობებით აღსავსე არც ისე კომფორტულ გზას, რომლის გავლით კოვბოები ნახირს გადარეკავდნენ ხოლმე ტეხასიდან კანზასამდე.